კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინია რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს

ნახვები: 567 უკრაინია რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე : „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“.

„აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, „სუ-35“ გამანადგურებელი და მტრის სხვა სამხედრო თვითმფრინავები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი განმარტებით, მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება.

ოპერაციებში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა