თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მაია ბუწაშვილი - „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში - დასაწყისში გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი

ნახვები: 589 მაია ბუწაშვილი - „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში - დასაწყისში გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.

„გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე „მაიმუნის ყვავილის“ სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ.

ამჟამად „მაიმუნის ყვავილი“ აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და კონტინენტის გარეთაც,

თუმცა, ჯერ-ჯერობით შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) და მეზობელ ქვეყნებში.

ანალოგიურად, 2022 წლის ივლისშიც ჯანმომ „მაიმუნის ვირუსი“ საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რაც მოიხსნა 2023-ის მაისში, როდესაც შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

მოკლე შეხსენება ამ ინფექციის შესახებ:

დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

სიმპტომები ჰგავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.

გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).

დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.

დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში”,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა