თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოდან იწყებს

ნახვები: 558 მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოდან იწყებს

19- 22 აგვისტოს, საზოგადოებრივი მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები - „წინაპრები“, „12 სართული“, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „ნაბიჯი“ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც „აირჩიე ევროპას“ ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ამ შეხვედრებს 26 ოქტომბრის გასაკეთებელი არჩევანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ევროპული არჩევანისკენ მოწოდება ეს გახლავთ თაობების მიერ ამ არჩევანის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. სამეგრელოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ ნახავს, იმ ზეპარტიულ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის 26 ოქტომბრის, მართლაც რომ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ლაგაზიძე განმარტავს, რომ მოძრაობის წევრები შეეცდებიან მოსახლეობას განუმარტონ ევროპული არჩევანის უპირატესობები.

„საქართველოსთვის, მისი მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის გაკეთებული არჩევანი სწორედაც ევროპული უნდა იყოს, რათა სახელმწიფო არ აღმოჩნდეს წარსულში და არ შეფერხდეს მისი განვითარების პერსპექტივა. 26 ოქტომბერს არავის აქვს უფლება დაუშვას შეცდომა, რომელიც საქართველოს გამოუსწორებელი საფრთხის წინ დააყენებს. ეს იქნება ის მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრებთ მოსახლეობასთან“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 „აირჩიე ევროპას“ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგი:

19 აგვისტო - 12:00 ჩხოროწყუ; 15:00 წალენჯიხა;

20 აგვისტო - 12:00 ხობი; 15:00 ზუგდიდი;

21 - აგვისტო - 15:00 - სენაკი 19: 00 - ფოთი;

22 - აგვისტო - 12:00 მარტვილი; 15:00 აბაშა;

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა