კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა

ნახვები: 542 ვოლოდიმირ ზელენსკი - ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდეომიმართვა სუმის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.

„33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში: „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა უკრაინელსა და უცხოელს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის რუსეთი პასუხს აგებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა