კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს

ნახვები: 510 თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, ბაიდენის დავალებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავის ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ.

„ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვიმუშავებთ რეგიონში სტაბილურობისთვის“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

პენტაგონშიც, ასევე, ამბობენ, რომ მზად არიან, ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭირონ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა, ხოლო ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ავიაიერიშები ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელდა. მათივე თქმით, ისრაელმა დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ცხადი გახდა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა