ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

ნახვები: 566 საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია, კახი სამხარაძე, ზურაბ მაჭარაძე და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სარჩელის განხილვა კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის.

„ეს გადაწყვეტილება და ეს საქმე ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს! ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ კანონს, ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ [კანონი] საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. მჯერა არ მჯერა, ამის მიუხედავად ეს კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა