თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბექა ოდიშარია - მას შემდეგ, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ეკლესიის როლის გაძლიერებაზე დაიწყება ლეგიტიმური განხილვები

ნახვები: 521 ბექა ოდიშარია - მას შემდეგ, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ეკლესიის როლის გაძლიერებაზე დაიწყება ლეგიტიმური განხილვები

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება - გარწმუნებთ, გადაწყვეტილება, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით, როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის მხრიდან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების წინადადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, აღნიშნული შეთავაზება არჩევნებს არ უკავშირდება და კონსულტაციები ახლა იმიტომ დაიწყო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, “რას აპირებს მმართველი გუნდი”.

“ჩვენ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება როგორიც მრევლის წარმომადგენლებს ეკადრება - არც არჩევნებია აქ შუაში და არც ახლანდელი პოლიტიკური კონტექსტი. ეკლესიაზე, მეუფეებზე, პატრიარქზე თავდასხმა არჩევნების გარეშეც ამ ვერაგი, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ძალიან ოსტატურად ხორციელდება. ის არასდროს ჩერდება, არ წყდება. ამაში ისინი იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას, რათა მოახდინონ ეკლესიის ნეიტრალიზაცია და ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია. აი, ამის წინააღმდეგ გვსურს შეიქმნას დამატებით დაცვითი მექანიზმები და ისინი აისახოს კონსტიტუციაში. საკონსტიტუციო ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. შესაბამისად, მინიმუმ ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” ეს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ხოლო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, კონსულტაციები. ახლა უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, პოზიციების მოსინჯვა ხდება. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის დაჩქარებული წესით მიღებას არ ვაპირებთ, ამიტომ დაიწყო ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციები ახლა. ხოლო გადაწყვეტილება, გარწმუნებთ, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით - როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის, რომელიც ღირსია და იმსახურებს გაიგოს, რას აპირებ მმართველი გუნდი. გაიგოს ეს მანამდე და ჰქონდეს დრო და საშუალება, რომ განსაჯოს და იმსჯელოს ამის შესახებ იქამდე, ვიდრე ის იქნება კონსტიტუციაში შეტანილი”, - განაცხადა ოდიშარიამ.

რაც შეეხება საკითხზე მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომ ხელისუფლების აღნიშნული შეთავაზება წინასაარჩევნო წინადადებაა, ოდიშარია ასახელებს მეუფის ორ განცხადებას და ამბობს, რომ მან პოზიცია შეიცვალა და თუ პირველ ჯერზე კეთილგანწყობილი იყო, მეორე შემთხვევაში საკუთარი “გულწრფელი განცხადება ამოაყირავა”. “მიუხედავად პატივისცემისა, იძულებული ვარ, გულწრფელი შეფასება მივცე მეუფის ამ კომენტარს. დღისით, როგორც ჩანს, ის იყო საკუთარ აზრზე, როდესაც გააკეთა განცხადება, რომ აქ არაფერი დამაკნინებელი არაა მხარეებისთვის - როგორც ეკლესიისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. მიესალმებოდა ასეთ შეთავაზებას და აპირებდა კიდევ კონსულტაციებში ჩართვას. კეთილგანწყობილი იყო ასეთი შეთავაზების მიმართ. რა მოხდა მერე, რამ შეიტანა ცვლილება ისეთი, რომ მან პრაქტიკულად ამოაყირავა თავდაპირველად გულწრფელი განცხადება და განაცხადა ის, რაც ყველასთვის გასაოცარია?! არ მგონია, რომ ჩემი რომელიმე კოლეგა “ქართული ოცნებიდან” მიდრეკილი იყოს იმისკენ, რომ წინასაარჩევნოდ იყენებდეს ამ მოცემულობას. ჩვენთვის დედა ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლური რწმენის მთავარი დამცავი და გამავრცელებელი საქართველოში. შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულება ისეთი ტიპის, როგორიც გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმით წარმოადგინა მეუფემ საკუთარ განცხადებაში, არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერასდროს. რელიგიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხმარებლურად ეპყრობოდა და ეპყრობა კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, ისევე როგორც მომხმარებლურად ეპყრობიან ქართულ დიასპორას. როდესაც სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ და ახდენენ თემის აქტუალიზებას. ასე იყო ყოველთვის დედა ეკლესიასთან დაკავშირებითაც - სჭირდებათ და აქებენ და ადიდებენ; არ სჭირდებათ და პრორუს და მოსკოვის მონებად მოიხსენიებენ და წმინდა სინოდის წევრების წვერით თრევას ლამობენ. ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხელწერა. არამც და არამც, რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არ ყოფილა და არც იქნება არასდროს “ქართული ოცნების” ხელწერა და მოქმედების სტილი”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა