კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე - ნულია მათი ფასი

ნახვები: 512 კახა კალაძე - არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე - ნულია მათი ფასი

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, რომ არჩევნებში ბარიერი გადალახოს.

"ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე. ნულია მათი ფასი და შესაძლებლობები არჩევნებში. რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს ბარიერი, ეს არის მოცემულობა. ეს მათ კარგად იციან და ესმით", - განაცხადა კალაძემ. ასევე, დედაქალაქის მერის განცხადებით, დღეს პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ზღვარი აღარ არსებობს. "ასევე, დღეს ქვეყანაში აღარანაირი ზღვარი აღარ არსებობს პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. რადიკალიზმს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით არის წარმოდგენილი, ერთი-ერთში იმავეს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ერთნი არიან, ერთი მამა და პატრონი ჰყავთ და რასაც დაავალებენ... კონკრეტული უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რევოლუციურ სცენარს საქართველოში და ამისთვის თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდის. ვიცით ეს ყველაფერი, გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტები გვაქვს და კანონის ფარგლებში ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა