კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა

ნახვები: 517 აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა და ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია 29 აგვისტოს, დასავლეთ ერაყში ჩაატარეს.

„ოპერაციის სამიზნეებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები წარმოადგენდნენ და მის მიზანს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის, აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელების უნარის შესუსტება წარმოადგენდა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამერიკული მედიის ცნობით, დასავლეთ ერაყში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შვიდი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა