ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი ბაქოს სთავაზობს, ხელი მოეწეროს შეთანხმებულ სამშვიდობო დოკუმენტს, რის შემდეგაც შესაძლოა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს

ნახვები: 529 ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი ბაქოს სთავაზობს, ხელი მოეწეროს შეთანხმებულ სამშვიდობო დოკუმენტს, რის შემდეგაც შესაძლოა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ორმხრივ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესი ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს და ეს გარკვეულწილად ეფექტურია.

ფაშინიანი აცხადებს, რომ ვიდრე ამ ფორმატში წინსვლა შესაძლებელია, ამის გაკეთება სწორია.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, საკითხზე სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ. ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ ამ ფორმატში, ვფიქრობ, ის სწორია. ამის შესახებ პირდაპირ და გულწრფელად ვუთხარი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბრის დროს. მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ გამოვრიცხავ მუშაობას რაიმე სხვა ფორმატში, თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ ცალკეულ დროის პერიოდში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ლონდონის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგა, თუმცა ერევანს შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. პირიქით, მან დიპლომატიური არხებით ალიევს ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა.

ფაშინიანის თქმით, ის მზადაა ასეთი კონტაქტებისთვის და არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიმართოს, სადაც დემარკაციის კომისიების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს.

გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ მუხლებს და ფორმულირებებს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპი, რომელიც უკვე დაფიქსირებულია სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლია, საიდანაც 13 უკვე სრულად შეთანხმებულია, მათ შორის პრეამბულაც.

ფაშინიანის თქმით, ერევანი სთავაზობს ბაქოს ხელი მოეწეროს და მოხდეს იმ დოკუმენტის რატიფიცირება, რაც ამჟამად შეთანხმებულია, და გაგრძელდეს ყველა სხვა შესაძლო საკითხის განხილვა.

„არსებობს ვარაუდი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დამყარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა