კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე-ნანა კაკაბაძე

ნახვები: 374 ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე-ნანა კაკაბაძე

სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

„სიახლე, რაც გავიგე, ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, ეს იქნება კარგი პროცესი. ნებისმიერი პირის, თუნდაც ჩემნაირად სკეპტიკურად განწყობილი პირის გამოკლება იქნება უკვე არარელევანტური და მიუღებელი საზოგადოებისთვის, თუ ეს მართლაც გახდა საზოგადოების ხმა ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, აქეთკენ უნდა წავიდეს. მთავარია, თავად მონაწილეები როგორ მიმართულებას მისცემენ. როგორც ვხედავ, ამაში ჩვენ ვართ თავისუფალი", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა