კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ნადირაძე - ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს

ნახვები: 526 ირაკლი ნადირაძე - ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის ადამიანები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მისი თქმით, ყველა მსგავსი მცდელობა ოპოზიციას აძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტად ებრძოლონ ავტოკრატიულ რეჟიმს.

„მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ირაკლი ეძგვერაძესთან მობილიზებული იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში და ეცვათ სამოქალაქო ფორმა. როგორც მითხრეს, ადგილზე იყო დაპირისპირება. როდესაც უკვე მივედი, ირაკლი ეძგვერაძეს მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ვთხოვე განემარტათ, რატომ აკავებდნენ, პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, დააკავეს, დაგვაკავეს ჩვენ და როგორც ჩანს, 48 საათში სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც ან ფინანსური ჯარიმა იქნება ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს. ჩვენ გვინდა, რომ ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე. ვხვდებით ადამიანებს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან არ მოსწონს, რომ ვლაპარაკობთ ადამიანების პრობლემებზე, ამიტომ სამწუხაროდ, მიზანი არის ერთადერთი, რომ როგორღაც ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რამ სურს - „მშვიდობიანად ჩაატარონ 26 ოქტომბრის არჩევნები, არჩევნებში კი, „ქართული ოცნება“ მარცხდება“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა