Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პრემიერი დავით კეზერაშვილზე - ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით

ნახვები: 481 პრემიერი დავით კეზერაშვილზე - ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით

ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით - ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას.

მისი შეფასებით, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება წარიმართა, თუმცა დავით კეზერაშვილს კლავ ეძლევა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

„ყველამ იცის, რით არის დაკავებული ეს კაცი, ჯერ რით იყო დაკავებული, როცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მინისტრი და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო - ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში ყველაფერი ხელისგულზე დევს. ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა