ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

ნახვები: 522 ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ინციდენტები და თუ სადმე არის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

„რაც შეეხება გუშინდელ ქარელის შემთხვევას, რა ინფორმაციაც მომაწოდეს, იყო ასეთი სამწუხარო ინციდენტი – ერთ-ერთ ქალბატონს მიაწოდეს კონკრეტული ოპოზიციური სუბიექტის ბუკლეტი, რომელიც მან გადააგდო. ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი ამ ქალბატონის მიმართ და არ დაურტყამთ, მაგრამ ხელით შეეხნენ. მას გამოესარჩლა კონკრეტული ადამიანი და შემდეგ ამას მოჰყვა დაპირისპირება, თუმცა ამ დაპირისპირებას არ ჰქონია რაიმე მძიმე გაგრძელება. ეს იყო რეალურად ამ ინციდენტის მიზეზი, რაც ზოგადად სამწუხაროა. ყველას მოვუწოდებ, აიღონ ბუკლეტი და დაიტოვონ. დემონსტრაციული აქტები აუცილებელი არ არის. მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველას მოუწოდებს, ნუ ექნებათ ორმაგი სტანდარტები.

„მაგალითად, გვარამიას პარტიის წარმომადგენლები არაერთგზის ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ „ქართული ოცნების“ აგიტაციისთვის ზუგდიდში. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე აქტი, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ კონკრეტული პარტიული აქტივისტები, მათ შორის NGO-აქტივისტები. მთავარია, არ იყოს ორმაგი სტანდარტები. მთავარია, იყოს ჯანსაღი მიდგომა. საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ეს არის მთავარი. პირველ რიგში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ინციდენტების პრევენციაზე. მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ასეთი ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ყველგან საჭიროა რეაგირება. აქედანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველაფერზე ჰქონდეთ სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა