თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თინა ბოკუჩავა - ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია

ნახვები: 509 თინა ბოკუჩავა - ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია.

მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხელს აწერდა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციური პარტნიორები, ასევე იქნებიან სხვა პროდასავლური პარტიები და ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია. ვფიქრობ, თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას კონკრეტულად არ ვიცნობ და მას შემდეგ რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, უკეთესად შემეძლება ამაზე საუბარი.

ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ყოველთვის ხელს ვაწერდით”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში“, რაც ასევე ხელმოწერით დაადასტურეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა