თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 347 საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია-ირაკლი ზარქუა

2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია, საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა. დეპუტატის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამაჯერებელი იყო.

„მშვენივრად უთქვამს, საკმაოდ დამაჯერებლად უთქვამს. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვედით ამ შეთანხმებიდან, მაინც გვგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმაში, ასევე საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის კომისიის ის ათი დასკვნა, რომელიც იყო გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას, ამასთან დაკავშირებით, გუნდში გვექნება კონსულტაცია. შესაბამისად, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა