კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში

ნახვები: 516 მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში

ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ

რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

“რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.

მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე.

თუ საქართველო დარჩა რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი დამარცხდა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვებულ ბლოკში იყო, ომის შედეგად ტერიტორია მკვეთრად გაეზარდა.

ჰორტის უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე, ამიტომ ქვეყანა დარჩა მისი ისტორიული მიწების დიდი ნაწილის გარეშე.

ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი. მათ შორის უმთავრესი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს”,-წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა