ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს

ნახვები: 363 მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს

„ქართული ოცნებისგან" აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დეპუტატს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მარტივი ამბავია; მას მერე, რაც ბოლო თვეებში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოცნებამ" გააკეთა, მათ შორის მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირებით, მათგან აღარაფერი გვიკვირს და იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, რა თქმა უნდა, რთულია. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ყველაფერს თავის ფასი ექნება, ამ ყველაფრით „ოცნება" აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ამ ყველაფრის ფასს იხდიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება, რა იქნება და რა არა, ამას წყვეტენ მოქალაქეები, ამას არ წყვეტს „ოცნება", წყვეტენ მხოლოდ მოქალაქეები, ამიტომ, დაველოდოთ ამ პროცესების განვითარება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა