ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„გარდიანი“ - დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდეს უკრაინას, რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს

ნახვები: 535 „გარდიანი“ - დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდეს უკრაინას, რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დათანხმდეს ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე. ამის შესახებ „გარდიანი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც წყაროები ამბობენ, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაცხადებს.

ბრიტანული მხარე რუსეთზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტების გამოყენების შესახებ საჯარო განცხადებას ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნევს.

„საკმაოდ სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებით, რათა თავიდან აიცილოს დაუფიქრებელი ან არასაჭირო თავდასხმები“, – წერს „გარდიანი“.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილების გარეშე არ შედგებოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი ვიზიტი კიევში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა