Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

საპენსიო სესხის პროცენტი 26%-ზე მეტი აღარ იქნება

ნახვები: 566 საპენსიო სესხის პროცენტი 26%-ზე მეტი აღარ იქნება

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა" და „საქართველოს ბანკმა" გამოთქვეს.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ალეკო ელისაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა