კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ რომ არ ჰქონდეს მიტაცებული, სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს და კამპანიაში სრულყოფილად უნდა იყოს ჩართული

ნახვები: 511 პეტრე ცისკარიშვილი - მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ რომ არ ჰქონდეს მიტაცებული, სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს და კამპანიაში სრულყოფილად უნდა იყოს ჩართული

ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს და ქვეყნის კურსს ევროპისკენ შემოატრიალებს.

„ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს, იმიტომ, რომ იციან, მისი გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც 8 წლის განმავლობაში გატარდა, იმ ხედვით, რომელიც მიშა სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ იქნებოდა უკვე, ალბათ, ათასობით ადამიანი შეკრებილი, მათ შორის, ის ხალხი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ, რადგან არავის არ სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი და გორის ორგანიზაციის წევრი ანო ბალიაშვილი დაესწრნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა