კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ტვერის ოლქში დრონით თავდასხმის გამო საბრძოლო მასალის საცავი იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ნახვები: 536 რუსეთის ტვერის ოლქში დრონით თავდასხმის გამო საბრძოლო მასალის საცავი იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონის თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა და აფეთქება მოხდა, რეგიონის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გუბერნატორმა მიიღო მოსახლეობის იმ ტერიტორიიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება, სადაც საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოქალაქეები ტვერის ოლქის ქალაქ დასავლეთ დვინაში გადაჰყავთ.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა საბრძოლო მასალის საცავზე განხორციელდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, წუხელ აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რუსეთის ბრიანსკის, სმოლენსკის, ტულასა და ორიოლის ოლქებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა