კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს

ნახვები: 492 მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს

ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა და საუბარი გრძელდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ მათ ქართველ ხალხს აჩვენონ, რომ იდეის გარშემო და საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

„მათთან [„ძლიერი საქართველოს“ წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი. რასაც მინდა, მივაღწიო არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა-წონა აქვს, გამოიყურება ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის და იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

კონსულტაციები გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია და როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა, შევხვდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა