კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მანანა ჯებაშვილი - მიხეილ სააკაშვილისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოიძებნოს უცხოეთში

ნახვები: 469 მანანა ჯებაშვილი - მიხეილ სააკაშვილისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოიძებნოს უცხოეთში

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ის კვლავ საჭიროებს რეაბილიტაციის კურსს.

ჯებაშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელ ვილი პაჭკორიასა და ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მედიკოსები ხელისუფლებას, ოპოზიციას და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს წერილით მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.

ამასთან, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შესაბამისი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში არ არსებობს და საჭიროა, მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოეთში მოიძებნოს აღნიშნული დაწესებულება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რატომღაც, მივიწყებულია ბოლო დროს, რაც ძალიან გვაწუხებს ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი-ექსპერტების რამდენიმე ჯგუფმა, კონსილიუმის რამდენიმე ჯგუფმა დადო არაერთხელ დასკვნა, რის საფუძველზეც, მას ესაჭიროება გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა, რაც პაციენტს არ ჩაუტარდა, მოგმართავთ თხოვნით, რომ კარგად გაიაზროთ ეს ამბავი, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეს წერია ამ დასკვნებში. თუ ეს არ გაუმჯობესდა, ის დაავადება, რაც შეექმნა ხანგრძლივი შიმშილობის დროს, შეიძლება, გართულდეს დამძიმდეს და შეუქცევად პროცესში გადავიდეს და განვითარდეს კორსაკოვის სინდრომი, რომელიც პაციენტის ინვალიდიზაციას გამოიწვევს. მივმართავთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას. ასევე, ჩვენ შევადგინეთ წერილი, რომელსაც ვაწერთ ექიმები ხელს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა, რომ პაციენტ სააკაშვილს ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მას ესაჭიროება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც, ყველამ კარგად იცის, საქართველოში არ არსებობს, ამდენად ეს ცენტრი მოძიებული უნდა იყოს უცხოეთში და მას მიეცეს საშუალება, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა