მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირაკლი კობახიძე - ვიტოვებთ იმედს, რომ ომი უკრაინაში არ დაიწყება

ნახვები: 437 ირაკლი კობახიძე - ვიტოვებთ იმედს, რომ ომი უკრაინაში არ დაიწყება

ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა უკრაინაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყო დაცული, რა ზომებიც იქნება ამისთვის საჭირო, ყველა ზომას მივიღებთ. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებზე, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ ზომებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა