კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Reuters - ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შემდეგ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა

ნახვები: 505 Reuters - ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შემდეგ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია ააფეთქეს, - ინფორმაციას Reuters-ს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს, რათა შეამოწმოს ყველა მოწყობილობა და არა მხოლოდ საკომუნიკაციო აღჭურვილობა. მისი განმარტებით, ამ მოწყობილობების უმეტესობა ან თვითნაკეთია, ან ჩინეთიდან და რუსეთიდანაა იმპორტირებული.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია აფეთქდა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა და 3000-ზე მეტი დაშავდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ აცხადებენ, რომ თავდასხმების უკან ისრაელი დგას. ისრაელი აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა