Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კახა კალაძე - ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა

ნახვები: 519 კახა კალაძე - ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა

ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა. ყურმოჭრილი მონები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჩვეულებრივი სპექტაკლი“ მიმდინარეობს.

„ჩვეულებრივი სპექტაკლია! ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს, ან სალომე ზურაბიშვილს მათი გაერთიანება. კონკრეტული საელჩოდან ხდება ამ პროცესების მართვა საარჩევნო კამპანიის მართვა. რასაც ეტყვიან, ყურმოჭრილი მონები არიან. დაიბარებენ და ეტყვიან „ეს გააკეთეთ“. მათ იმის უფლება არ აქვთ, პასუხი გასცენ, რატომ და რისთვის. როგორც ეტყვიან, ისე გააკეთებენ. რა გახარია.... ჩვეულებრივი სპექტაკლია“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანებას გულისხმობს, კალაძის განცხადებით, ოპოზიციაში რაც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს და როგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს შეიძლება გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანის ჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდ სახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალო გადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს, ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს. 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა