Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

მიხეილ სააკაშვილი - 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

ნახვები: 511 მიხეილ სააკაშვილი - 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა.

„დღეს არ მომეცა საშუალება თქვენს თვალებში ჩახედვის და არ მოგეცათ საშუალება ჩემი დანახვის. ეს არის რეპრესიული რუსული რეჟიმის ბოლო გაბრძოლება. ამათ დარჩათ მხოლოდ ერთი თვე. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. დღეს საქართველო ისევ გააქრეს რადარებიდან, დღეს საქართველო ისე გარიყულია, როგორც არასდროს.

ჩვენ გვთხოვენ ბოდიშის მოხდას, რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში? გახსოვთ სოხუმის მერი გაბესკირია, რომელსაც უთხრეს ბოდიში მოეხადა, მან უარი თქვა და ამის გამო დახვრიტეს. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ვინც ქართველების თავებით თამაშობდა ფეხბურთს? იმათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ვინც 2008 წელს ოკუპაციის დროს, გოგო გააუპატიურეს? ამათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ომი და უბედურება მოაქვს ივანიშვილს! ივანიშვილი თუ დარჩა რაიმე მექანიზმებით, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა. მე შეიძლება გამაჩუმონ სასამართლო პროცესებზე, მაგრამ თქვენ ხომ არ გაჩუმდებით, თქვენ ხომ არ დუმხართ?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა