კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - ლავროვის განცხადება ეს არის რიგითი პროვოკაცია

ნახვები: 563 მამუკა ხაზარაძე - ლავროვის განცხადება ეს არის რიგითი პროვოკაცია

[სერგეი ლავროვის განცხადება] არის რიგითი პროვოკაცია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში.

„ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, როცა არჩევნებია. ასეთი განცხადება ვითომ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ეიფორია შეიქმნას, თითქოს რუსეთი რაღაცას დააბრუნებს ან დაარეგულირებს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ჩვენ არა მარტო ტერიტორიები წაგვართვა, არამედ ადამიანების სიცოცხლე. რუსეთი დღეს სისხლისმღვრელ ბრძოლას და ომს აწარმოებს უკრაინელების წინააღმდეგ, ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი არ დაინგრევა - ცრუ პროპაგანდა და ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, რომელსაც კიდევ სჯერათ რაღაც ილუზიების, აქ, ჩვენ წინსვლა არ გვექნება. ამიტომ ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორც შარშან, შარშანწინ, გასულ წლებში და ბოლო 33 წლის განმავლობაში იყო, როცა რუსეთმა საქართველოს 20% დაიპყრო და იმ დღიდან ყველა ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ომის გამომწვევი.

პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში. ისინი რუსეთს ეწევიან და ემსახურებიან, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია მკაფიოდ ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ „ლელო“ და ახლა უკვე „ძლიერი საქართველო“, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ხელისუფლებიდან რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ - „ქართული ოცნების“ სახით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღარ ვლაპარაკობთ იმ დაპირებების არ შესრულებაზე, რომლებითაც ისინი 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას, ჩვენ ვსაუბრობთ იმ იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რომ პრაქტიკულად, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს თითქმის ჩამოაშორეს, მაგრამ ამ ხელისუფლების მხრიდან ეს ჩამოშორება არის დროებითი, ასევე, აშშ-მ ჩამოიშორა. თქვენ ნახეთ, რომ არცერთი კარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან აღარ იხსნება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამოცანა არის ძალიან კონკრეტული, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა საქართველოში რუსული ხელისუფლება უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა