ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის

ნახვები: 481 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის

დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„ეს თავდასხმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ.

„ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა