კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ივანიშვილის „ქართული ოცნება” წარმოადგენს

ნახვები: 551 თინა ბოკუჩავა - ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ივანიშვილის „ქართული ოცნება” წარმოადგენს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შორის შეხვედრა დასრულდა.

თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.

„პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს.

ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით დავიცვათ. ეს არჩევანი არის რეფერენდუმი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა