ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვაჭრობის კუთხით, 2021 წელი იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 469 ვაჭრობის კუთხით, 2021 წელი იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში-ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი ვაჭრობის კუთხით იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა.

„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად - 47.6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასევე, გაზრდილია იმპორტიც 38.5 პროცენტით და შეადგენს 778.1 მილიონ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი - „BB" სტაბილური შეინარჩუნა.

„იცით, რომ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური „BB" რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა