კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ - დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე, ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელიც შვიდივე ფრონტის უკან დგას

ნახვები: 538 ბენიამინ ნეთანიაჰუ - დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე, ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელიც შვიდივე ფრონტის უკან დგას

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი შვიდ ფრონტზე აწარმოებს ბრძოლას, მათ შორის „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“, დასავლეთ სანაპიროზე „ტერორისტების“, ერაყსა და სირიაში შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის უკან კი, ირანი დგას.

ნეთანიაჰუ აკრიტიკებს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც ისრაელისთვის ღაზის საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად იარაღის მიწოდების შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა.

ნეთანიაჰუს თქმით, იმ პირობებში, როდესაც ისრაელი ცივილიზაციის მტრებს ებრძვის, საერთაშორისო მხრდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ისრაელი ამ მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებს.

„დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე ცივილიზაციის მტრების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ ისრაელისკენ გამოუშვა და რომელიც ამ შვიდივე ფრონტის უკან დგას ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთიანიაჰუს განმარტებით, არ შეცვლილა მისი პირობა, შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილოეთით, ისრაელსა და ლიბანს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა