კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს

ნახვები: 530 იაგო ხვიჩია - „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს

„ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს - წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როგორც „ტროას ცხენი“, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ოპოზიციას ზედ არჩევნებზე „აფეთქებს“! ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, მე ის იდიოტი მგონია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე იმ ხალხს ელაპარაკება, ვისაც პრემიერობა ოცნებად აქვს ქცეული.

„სწორედ ამ ხალხს ეუბნება, პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა - ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი, ერთი წლის განმავლობაში, უსაქმურად იყავითო.

ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მათ ბოლომდე მიაწვება და ძვირფასს ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით.

ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს იმას, რომ ოპოზიცია ათასნაირი სულელური იდეებით მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს.

შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენს გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ის ვინც შენი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს.

ის, ვინც ზურაბიშვილს უძალიანდებოდა, გიორგი გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მანაც ქარტიას ხელი ცეკვა-ცეკვით მოაწერა.

პრეზიდენტმა ოპოზიციას ძალიან გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო! ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ ახლა არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები უენოდ უნდა შეასრულონ!" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა