კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაია სანდუ - მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება

ნახვები: 511 მაია სანდუ - მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება.

პრეზიდენტმა სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ.

სანდუს თქმით, მას მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზების იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია, რომ მისთვის „ტროას ცხენი“ მოამზადეს.

„მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება“, - აღნიშნა სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა