თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი გახარია - მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა „ოცნების“ - არ დაგავიწყდეთ ეს

ნახვები: 426 გიორგი გახარია - მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა „ოცნების“ - არ დაგავიწყდეთ ეს

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში - ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო.

„მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტია ქვეყნის განვითარებისთვის, მისი ბედისთვის, საქართველოს მოქალაქეები დგებიან და მოქმედებას იწყებენ. ამის დამადასტურებელია ამომრჩევლების ის ძალიან მაღალი რაოდენობა, რომლებიც დღეს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა იმისთვის, რომ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში. ისე, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ და საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ხმის მიცემა არა ცემა-ტყეპის, გინების, ყვირილის, წივილის და ამ ქაოსის პირობებში.

სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტიამ, კონკრეტულად, ადამიანებმა არ მისცეს შსს-ს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ პოლიციელებს ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. ეს სულ მალე გახდება ნათელი იმიტომ, რომ პოლიციის ის უმოქმედობა, რომელიც დღეს ჩვენ დავინახეთ, ვერ და არ შეიძლება რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელიდან გამომდინარე იყოს.

ამასთან, მინდა ამ არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გითხრათ. მოგეხსენებათ, რომ ცესკო-მ თავისივე საიტზე გამოდო თავისი ყოველდღიური განცხადებების გეგმა. მათ დაახლოებით, ყოველ ორ საათში საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე. ცესკო-მ ნება იბოძა და დღის განმავლობაში, ახლა, მეორედ გააცნო საზოგადოებას, როგორია არჩევნების მიმდინარეობა. მაშინ, როდესაც „ოცნების“ პარტიულ პორტალზე გამოდებულია ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ცესკო-ს ფუნქციონალი, პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა.

მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო - მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში „ოცნების“. არ დაგავიწყდეთ ეს. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა