თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი ქვეყანა 4 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს, 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში

ნახვები: 602 ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი ქვეყანა 4 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს, 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში

მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისასა “ქართული ოცნების” ამომრჩეველს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

“მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს - ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, ჩვენზე მდიდარი ქვეყნებიც არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, სწორედ იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა.

გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ და კიდევ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას.

გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია - სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი მინდა იცოდეთ, მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით. პოლიტიკას, სამწუხაროდ, მამაძაღლობა ახლავს და ეს სიტყვაც უნდა ვიხმაროთ.

მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა