თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს - ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“

ნახვები: 492 გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს - ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“

ეს დიდი შეკრება იმის დასტურია, რომ გამარჯვება თქვენი, ქართველი ხალხისაა და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაში, გაიგოს ეს ივანიშვილმა , - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

როგორც მან აღნიშნა, აქციის მთავარი მიზანია, მთელმა სამყარომ ნახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებს არ ეგუება.

„მივესალმები გამარჯვებულ ხალხს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას არ დავთმობთ არც ერთ შემთხვევაში. დიდი მადლობა, აქ რომ ხართ და დღეს, ეს დიდი შეკრება იმის დასტურია, რომ გამარჯვება თქვენი, ქართველი ხალხისაა და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაში, გაიგოს ეს ივანიშვილმა. დღეს მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, სწორედ აქედან, ამ შეკრებას აქვს მთავარი ფუნქცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, მთელმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი გადაწერილი არჩევნების შედეგს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, არ აღიარებს და არ ეგუება. მინდა გთხოვოთ, თუ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, ხელი აწიეთ, ეს არის ნამდვილი დასტური და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“, ხელისუფლება არის ჩვენი და მივდივართ ევროპისკენ, არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, ეს ბრძოლა შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, თუმცა, უკან დახევას არ აპირებენ.

„ხშირად არის საუბარი იმაზე, თუ რა მტკიცებულებები გვაქვს. პირველი მტკიცებულება არის აქ, ეს ხალხი, თქვენ ხართ ის მტკიცებულება, რომ გავიმარჯვეთ ჩვენ. მეორე, აქ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ არჩევნების გაყალბებას, აქ ადგილი ჰქონდა შედეგების პირდაპირ დაწერას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ამას არ შევეგუებით ჩვენ. ეს იყო პირადობების გაყალბება, პირდაპირ ჩაყრა ბიულეტენების საარჩევნო ურნებში, ამის ვიდეომასალაც არის და კიდევ მეტი მტკიცებულება აუცილებლად გამოქვეყნდება. რაც მთავარია, ეს ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ვფიცავ, რომ საქართველო თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა