კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები-მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 859 აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები-მიხეილ სააკაშვილი

როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მიმართავს ბაჩანა შენგელიას:

„მინდა, მივმართო ბაჩანა შენგელიას რუსთავის საპყრობილის საკნიდან, სადაც ყოველდღე, მთელი სისტემა პუტინ-ივანიშვილის დახმარებით, ჩემი ფიზიკური განადგურების ოპერაციას ახორციელებს. არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. ჩემო ბაჩანა, მე ბოლომდე მესმის შენი. ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება. მას არასდროს დავივიწყებთ, ვინაიდან ის არის კეთილშობილების, არაკონფორმიზმის, პატრიოტიზმის სიმბოლო.

მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა. მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის ხალხი, რომლის ხელითაც მე უკვე ერთხელ მკვდარი ვიყავი გლდანის კონცლაგერში, ხვალ რომ ჩაერთოს პუტინისა და მისი მოციქულის, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა გავაერთიანოთ მათთან ძალები თუ არა?

მსოფლიოში ყველგან, ასეთი რეჟიმები მარცხდება არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით. სხვა რეცეპტს თანამედროვე ისტორია ასე იცნობს. ასე რომ, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა... და როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ.

აბა, ძვირფასებო, მოდი დავფიქრდეთ ყველა, თუკი „იმედი" ზუგდიდის თემაზე ჭკუიდანაა გადასული, „ოცნებამ" რამდენიმე საგანგებო სხდომა მოიწვია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ძალიან ეტკინა. ვინ არის დღეს მთავარი ბოროტება. ის, ვინც გააღატაკა და გააქცია ქვეყნიდან ჩვენი ხალხი, აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები. მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ.

მე ჩემს ფასეულობებზე უარს არასდროს ვიტყვი, მათ გამო ვიმყოფები იქ, სადაც ვიმყოფები და სიცოცხლე მაქვს გადადებული", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა