კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სენატორი როჯერ უიკერი - ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს

ნახვები: 524 სენატორი როჯერ უიკერი - ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს

ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

მისი თქმით, იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ხალხის ნებას ასახავდა.

“გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა გაშმაგებული დარღვევებით, მათ შორის დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით, და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინასაარჩევნო ტრენდებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა”, - აღნიშნა მან.

უიკერის თქმით, ამ არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს იქნება „გატარებული“, დასასრულია ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - „და შესაძლოა მისი სუვერენიტეტისთვისაც“.

„ ეს საარჩევნო თაღლითობაა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და ნება. ვიდრე “ქართული ოცნება” არადემოკრატიული ზომების მეშვეობით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ”, - ამბობს უიკერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა