კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

ნახვები: 512 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგისა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და ეს მართალია. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და რაიმე მოდელის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც რუსეთის ტერიტორიას „არ აქვს მნიშვნელობა ვის რა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში და რამდენ ხანს დარჩება პუტინი რუსეთის ფედერაციის ლიდერად, ეს შეუძლებელია“.

„უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე და, შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა