კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ზალკალიანმა უკრაინას მხარდაჭერა საქართველოში უკრაინის საელჩოდან გამოუცხადა

ნახვები: 456 დავით ზალკალიანმა უკრაინას მხარდაჭერა საქართველოში უკრაინის საელჩოდან გამოუცხადა

უკრაინის საელჩოში ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ესწრებოდა. მან უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ახსოვს რუსული აგრესია და აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზება შემაშფოთებელია.

საგარეო მინისტრმა ასევე შემაშფოთებლად შეაფასა რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება მიემართა პუტინისთვის უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით. ზალკალიანის თქმით ეს მიუღებელია და გმობს ამ ნაბიჯს.

„სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა.

შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისგან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებლის არცერთი წარმომადგენელი მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინაში ამ დრომდე არ ჩასულა. საქართველოს პარლამენტმა კი იანვარში მიიღო ქართული ოცნების მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

დღეს, 16 თებერვალს უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის მოსახლეობას ერთიანობის დღეს ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს განაცხადა რომ, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და 16 თებერვალი ქვეყანაში ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა