კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი მარგველაშვილი - არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს

ნახვები: 566 გიორგი მარგველაშვილი - არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება მტკიცე ბრძოლა, რადგან უკვე აღარ არის კომპრომისის შესაძლებლობა.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი. გვერდში გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეს თითოეული თქვენგანი აქ დგას საკუთარი თავის გულისთვის, საკუთარი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, რომლის დათმობაც, იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, მაგრამ რეალურად არის შულავერის კომიტეტი, იქნება უარის თქმა ყველაფერზე, იმაზე, რაც ჩვენ ვართ, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს წარსულზე, ჩვენს მომავალზე, ეს რომ დავთმოთ, ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით წელში გასწორებულები. ჩვენ ვიქნებით მომაკვდავი და სისხლში ჩახშობილი, პუტინის იმპერიის მსახურები. შეგვიძლია ჩვენ ასე ცხოვრება? არა, ნამდვილად არ შეგვიძლია. ეს ბრძოლა არის უალტერნატივო. ეს ბრძოლა არის მხოლოდ ისეთი ბრძოლა, რომელიც დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ბრძოლა იქნება გრძელი და დამქანცავი, ამ ბრძოლას ექნება „პიკები“ და იქნება ჩავარდნები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენს უკან აღარ არის შესაძლებლობა კომპრომისის, ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ ძალიან მტკიცედ.

მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი, ნელ-ნელა, თითოეული ჩვენგანი ვიპოვით ჩვენს თავს, ვიპოვით ფორმას, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი სამშობლოსთვის სიყვარულს და ერთგულებას. ვიპოვით ჩვენს გზას ამ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ჰქვია. ჩვენ ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, წინ წაგვიძღვებიან ჩვენი პოლიტიკოსები და მოდით, პირველ რიგში, გავიაზროთ, რამხელა გზა გაიარეს მათ ამ ერთ კვირის განმავლობაში. ჩამოყალიბდნენ ძლიერ, ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც იწყებს საქართველოში წინააღმდეგობას და იწყებს საქართველოში ახალ ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს სსრკ-ს ჩამოშლას და დამოუკიდებელი საქართველოს დაბრუნებას.

გავამხნეოთ ჩვენი ლიდერები, რომლებმაც მოიგეს არჩევნები თქვენთან ერთად. მოიგეს არჩევნები და არ დათმობენ ამ მოგებას იმიტომ, რომ ეს თითოეული თქვენგანის მოგებაა. ვთქვათ, რომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით მტკიცედ და არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ. მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვიქნები ამ ბრძოლის თითოეულ დღეს და თითოეულ საათს, გამარჯვების დაბრუნებამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა