კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ, ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია

ნახვები: 511 გია ვოლსკი - ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ, ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია

ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია - როგორ შეიძლება ადამიანებს ასეთი სისულელე მიართვა, მით უმეტეს, ისეთი საპასუხისმგებლო კათედრიდან, რასაც მოსამართლის კათედრა ჰქვია! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი საარჩევნო ოლქის შედეგები ბათილად ცნო.

ვოლსკის შეფასებით, მოსამართლე მთელი თავისი ოჯახით "ნაცმოძრაობის" აქტივს წარმოადგენს. მისივე თქმით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა დარღვეული იყო.

„ბიულეტენის მეორე მხარეს წერტილი რომც გამოჩნდეს, ვერ გაარკვევ, ეს წერტილი და კონკრეტული ამომრჩევლის ხმა რომელ პარტიას ეკუთვნის. გარდა ამისა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის არსებობდა ყდა და თუ იქ რამემ გამოჟონა, მის ფარულობას ყდა უზრუნველყოფდა. როცა ბიულეტენი ყდიდან აპარატში შედის, წამიერად, უცბად შესაძლოა წერტილი აბსოლუტურად ცარიელ ფურცელზე გამოჩნდეს, რასაც ვერავითარ პარტიას ვერ დაუკავშირებ.

წარმოიდგინეთ, რა ფენომენალური ნიჭის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ცარიელ ფურცელზე, წამიერად წერტილს მოჰკრავს თვალს, აღმოაჩენს, რომ ეს წერტილი ეკუთვნის პარტიას, რომლის სახელიც არ ჩანს და ფურცლის მეორე მხარესაა და იმ ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს, ვინც ეს ბიულეტენი შეავსო. ეს გულუბრყვილობაც აღარ არის - ეს იმდენად სულელური არგუმენტია, რომ არ მგონია, რომელიმე მხარეს მცირე ეჭვი მაინც ჰქონდეს, რომ აქ რაღაცა დარღვევას ჰქონდა ადგილი.

თეთრიწყაროს სასამართლოში რა ექსპერიმენტი ჩატარდა ასეთი?! - ვერაფერი დაინახა ვერ მოსამართლემ და ვერც ვერავინ.

მოსამართლის პოლიტიკური განწყობა, წარსული ვიცით - მისი ცოლი და მთელი ოჯახი „ნაცმოძრაობის" აქტივია. ისინი გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ტელევიზიის ეკრანების გამოყენებით ყივიან-წივიან - მათ შორის მოსამართლემ პოლიტიკურად ანგაჟირებული და თან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა