ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 480 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით-ირაკლი ზარქუა

რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, სიები ჩახსნეს, ახლა აღდგენას იხვეწებიან და ამბობენ, პარლამენტში გვინდაო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი სურვილის გამო კანონს ვერ შეცვლიან და საარჩევნო სიებს ვერ აღადგენენ.

„რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, შემდეგ უარი თქვეს, შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტი უარყვეს და მერე აქეთ იხვეწებოდნენ, ხელს მოვაწერთო. შემდეგ სიები ჩახსნეს, ახლა აღდგენას იხვეწებიან და ამბობენ, პარლამენტში გვინდაო. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღონ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა ისევ უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით. ეს მათი დაუგეგმავი პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა იარაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ ასევე კომენტარი გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის გუშინდელ განცხადებაზეც, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას, დატოვონ მანდატები.

ირაკლი ზარქუას თქმით, ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა.

„რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, შალვა მერჩის, მწყევლის, მლანძღავს და ამას მისგან ლოცვად ვიღებ, მაგრამ თემა მარტივია - პარლამენტში რომ შემოდიოდა, კარგი იყო და ვინც ფანჩატურიდან პარლამენტში ვერ მოხვდა, ახლა ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. გუშინ ამბობდა, შევალთ და ჩამოვაქცევთო, რომ არ შემოვიდა, ახლა გამოდითო და პარლამენტმა აზრი დაკარგაო. ოპოზიცია ასეთი ღირებულების რომ არის, ამიტომ ყოველთვის ოპოზიციაში იქნებიან", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა