Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

ნახვები: 484 თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

თიბისის სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს,  ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. თიბისის სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისიში 2025 წლიდან გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, თიბისის გუნდის  წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც თიბისიში, ისე - მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში.

თიბისის სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა  მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.  

  • ფინანსები
  • ბიზნესი
  • მაკროფინანსური ანალიზი
  • ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი
  • მონაცემთა ანალიზი
  • იურიდიული მიმართულება
  • ადამიანური კაპიტალი
  • გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

“განვითარებაში ყველაზე მეტად ჩვენივე შემოსაზღვრული ჩარჩოები გვიშლის. მათი გარღვევა და ამ ბარიერების დანახვა გვიჭირს, არადა, წარმატებისთვის ყველაზე მთავარია და ვფიქრობ, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერთან ერთად, თიბისიში ყველაზე კარგად ამას სწავლობ. ამიტომაც, თიბისი კარიერული დებიუტისთვის ყველაზე სასარგებლო ადგილია”, - მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი

თიბისის სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს,  მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა