კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს

ნახვები: 546 ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის დროს ძალიან საშიში რიტორიკა მოისმინა.

„ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამას ჰქვია დივნის ექსპერტები. ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. ადამიანები, რომლებსაც ომი არ განუცდიათ და მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ - ეს სხვა ამბავია. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უომიათ პუტინთან. ეს არის ანალიტიკა ომის ღრმა გაგების, ომის შედეგებისა და რისკების გააზრების გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე არის მოდელი, რომლის შესახებაც საუბრობს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრაზილია, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი.

„ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე სხვა რამ. უნდა გავიგოთ, რა არის „სხვა რამ“?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა