ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

ნახვები: 456 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

კურსკის ოპერაციის წყალობით, საოკუპაციო არმიის 50 000 ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე ვერ განლაგდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს - საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე ვერ გაიგზავნება “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის არსენალებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შეამცირა იმ არტილერიის რაოდენობა, რომელსაც ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.

„ეს შესამჩნევია ფრონტზე. სწორედ ამიტომ, გვჭირდება შორი მოქმედების გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან - ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან. ეს არის ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა