კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლოლის გაყინული იოგურტი - ბიზნესი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 485 ლოლის გაყინული იოგურტი - ბიზნესი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

Lolly-ს ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს გაყინული იოგურტის წარმოების იდეა გაუჩნდა. შთაგონება ევროპაში ცხოვრებისას მიიღო — თავად მოსწონდა გაყინული იოგურტი, როგორც გემრიელი ტკბილეული, ნაყინის უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა.

 

ტკბილეულის მოყვარულთათვის “ლოლის” იოგურტი გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. ის გაცილებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს; ასევე, სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით — მათ შორის პროტეინებითა და პრობიოტიკებით, ასევე, კალციუმითა და ვიტამინებით.

საწყის ეტაპზე ადვილი არ ყოფილა მომხმარებლებისთვის ასეთი განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. „საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ზუსტად მიგვეწოდებინა ხალხისთვის, რა განსხვავება იყო ტრადიციულ ნაყინსა და “ლოლის” შორის. გახსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ კი უკვე მივიღეთ შედეგი“, - ამბობს ბექა.

ამ დროისთვის Lolly მომხმარებლებს 30-მდე სახეობის ტოპინგს სთავაზობს - 6 სახეობის ხილს, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის სოუსებს, თხილეულს და ა. შ. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული, სასურველი ნაყინი შექმნას. “ლოლიში” დაგხვდებათ ბელგიურ ვაფლიც, რომელიც იოგურტის ნაყინთან კომბინაციაში ეწყობა.

 

ამჟამად Lolly თბილისში ხუთ ლოკაციაზე, ბათუმში კი - ცენტრალურ პარკშია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოებას გეგმავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა