ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

სებასტიან ტინკინენი - საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა

ნახვები: 475 სებასტიან ტინკინენი - საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა, ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, „მმართველმა პარტიამ ისინი ამ მიზანს დააშორა“.

„მან რუსული სტილის კანონები მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების „იარლიყის მიკერებასა” და ე.წ. “გეი პროპაგანდაზე”.

მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა. ძალიან ბევრი ცნობა იყო ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის, ორჯერ ხმის მიცემისა და ძალადობის ინციდენტების შესახებ ბოლო საარჩევნო პროცესის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. ეს ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული. არჩევნების სამართლიანობა ძირეული ევროპული ღირებულებაა.

საქართველო გზაგასაყარზე დგას. თუ მას მისი ხალხის ევროპული ინტეგრაციის სურვილის პატივისცემა სურს - მან უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და შეაბრუნოს თავისი კურსი,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა